ავეჯის კომპანია ევერვუდი • EVERWOOD

სამზარეულოს დამზადება

სამზარეულოს დამზადება კომპლექსური პროცესია, თუმცა ევერვუდში ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ავეჯის დამზადების პროცესს მარტივსა და ეფექტურს ვხდით მომხმარებლისთვის. ამ გვერდზე ჩვენ აგიხსნით როგორ ვაკეთებთ ამ ყველაფერს, ჩვენთან ურთიერთობის გაგრძელებისთვის აუცილებელია რომ დეტალურად გაეცნოთ ამ გვერდს.

1. ვიზიტი და სამზარეულოს აზომვა

ჩვენ კვ.მ ფასს ვერ გეტყვით, რადგან ავეჯის ფასი ბევრ დეტალზეა დამოკიდებული. მას შემდეგ რაც გამოხატავთ დაინტერესებას, მოგვწერთ სოც ქსელში, შეავსებთ ფორმას, მოგვწერთ ელ.ფოსტაზე თუ პირდაპირ დაგვირეკავთ ნომერზე – ჩვენი კომუნიკაციის მენეჯერი დანიშნავს თქვენთან ვიზიტს, სადაც ჩვენი დიზაინერი ადგილზე გესტუმრებათ. სტუმრობის დროს გამოგკითხავთ ყველა დეტალს, აზომავს სივრცეს, გააკეთებს ყველა საჭირო ჩანახატსა და მონიშვნას. ამის შემდეგ ჩვენ გეტყვით მიახლოებით ფასს.

2. დიზაინი და არჩევანი

თუ ჩვენს მიერ ნათქვამი მიახლოებითი ფასი მოგწონთ, დიზაინერი კვლავ უფასოდ გადავა უშუალოდ 3D ვიზუალის შექმნაზე, იქმნება საერთო ჩატი სადაც ყოველი დეტალი თქვენს, დიზაინერსა და საწარმოს წარმომადგენელს შორის თანხმდება, რომ ვიზუალურად მიიღოთ სასურველი შედეგი და ფინანსურად ბიუჯეტი არ გაცდეს შეთანხმებულ ჩარჩოს. დაახლოებით 3-4 სამუშაო დღეში დგება დიზაინი და კეთდება ყველა ტექნიკური არჩევანი მასალებისა და მექანიზმების შესახებ.

3. ბიუჯეტი და შეკვეთა

თქვენს მიერ გაკეთებული არჩევანის მიხედვით დგება დეტალური ბიუჯეტი, სადაც ხაზ-ხაზ არის გაწერილი ავეჯის თითოეული ხარჯი, როგორც მასალის, ისე ხელობის, კომპანიის მოგება კი მერყეობს 30%-დან 50%-მდე, რა თქმა უნდა თუ პროექტი დიდი მოგების მარჟა დაბალია. ჩვენი კომპანიის მიდგომაა სრული გამჭვირვალობა, პატიოსანი და მდგრადი მიდგომა ბიზნესისადმი, შესაბამისად სწორი ბიუჯეტირება შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანია კომპონენტია. შეთანხმების საგანია გაუთვალისწინებელი ხარჯები 5-8% ოდენობით.

4. ავეჯის წარმოება

თქვენი ჩართულობა გრძელდება წარმოების პროცესშიც, საწარმოს წარმომადგენელი დრო და დრო აზიარებს პროგრესს საერთო ჩატში, სადაც თქვენ კიდევ ერთხელ ადასტურებთ ფერებს, მექანიზმებს, კონფიგურაციას და სხვა დეტალებს. ეს მიდგომა უზრუნველყოფს, რომ წარმოების დასრულებისას საბოლოო პროდუქტი მეტწილად შეესაბამება თქვენს მოლოდინებს.

5. აწყობა და ჩაბარება

ბოლო ნაბიჯია დამზადებული ავეჯის ტრანსპორტირება და ადგილზე აწყობა. ეს პროცესი 2-3 დღე გრძელდება, სადაც ყველა დეტალის დელიკატური ინსტალაცია ხორციელდება, რომ მრავალი წლის მანძილზე უპრობლემოდ მოიხმაროთ დაყენებული ავეჯი. იმ შემთხვევაში თუ დროთა განმავლობაში მოხდება გარკვეული დეფორმაცია გარე მიზეზების გამო, ჩვენი გუნდი ყოველთვის მზადაა დაბრუნდეს და უფასოდ მოახდინოს შესწორება, შეკეთება და ახალი სახის დაბრუნება.

ახლა შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ

მადლობა, რომ გაეცანით მნიშვნელოვან ინფორმაციას მომსახურების შესახებ, ახლა შეგიძლიათ დაგვირეკოთ.

ჩვენი სამზარეულოს ევროპული კოლექციები

ჩვენი უცხოური კატალოგები დაგეხმარებათ შთაგონების პოვნაში თუ როგორი ტიპის სამზარეულო მოუხდება თქვენს სივრცეს.

1. ლიხტი

გადმოწერა

2. სტოსა

გადმოწერა

3. ვიკეს

გადმოწერა

4. თიმშვიდი

გადმოწერა

5. ოპეინი

გადმოწერა

6. ნობილია

გადმოწერა

7. კვიკასი

გადმოწერა

8. კუჩინა

გადმოწერა

10. ჰეტიჰი

გადმოწერა

11. ჯი ქეი სი

გადმოწერა

12. ფორმი

გადმოწერა

შთაგონებისთვის

ზემოთ მოცემული კატალოგებიდან ჩვენ შევარჩიეთ ათობით საინტერესო სამზარეულოს ვიზუალი, რომელიც შთაგონებაში დაგეხმარებით დიზაინის არჩევანის გაკეთებისას.

კონტაქტი

  • ელ. ფოსტა: info@everwood.ge
  • ოფისი: არჩილ ცაგარელის 34-36, საბურთალო, თბილისი
  • საწარმო: გიორგი ქუჩიშვილის 3, რუსთავი
  • მობილური: +995 599 88 11 06

ნავიგაცია

  • ავეჯის მაღაზია
  • სამზარეულო
  • საძინებელი
  • სანათები
  • საოფისე
  • რბილი ავეჯი

საიტის პირობები

  • გაეცანით ვებ გვერდის წესებსა და პირობებს, რადგან საიტის გამოყენება ნიშნავს რომ პირობებს ეთანხმებით.
  • იხილეთ პირობები აქ

ავეჯის კომპანია ევერვუდი