ევერვუდი • EVERWOOD

სამ­ზა­რე­უ­ლოს რო­გორ დი­ზა­ინ­საც არ უნდა ვა­ნი­ჭებ­დეთ უპი­რა­ტე­სო­ბას, იქ­ნე­ბა ეს კლა­სი­კუ­რი, თა­ნა­მედ­რო­ვე თუ ვინ­ტა­ჟუ­რი, მთა­ვა­რია, სახ­ლის ეს სივ­რცე მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლად მო­ვა­წყოთ. შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ჩვე­ნი ხედ­ვე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის პრო­ცეს­ში არ გა­მოგ­ვრჩეს ის ერთი შე­ხედ­ვით მცი­რე, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლი დე­ტა­ლე­ბი, რო­მე­ლიც სამ­ზა­რე­უ­ლოს ფუნ­ქცი­უ­რო­ბა­სა და გამ­ძლე­ო­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

ინ­ტე­რი­ე­რის დი­ზა­ი­ნი­სა და მა­სა­ლე­ბის წამ­ყვა­ნი ევ­რო­პუ­ლი ბრენ­დე­ბი წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში სწო­რე­ბას სწო­რედ აღ­ნიშ­ნულ დე­ტა­ლებ­ზე აკე­თე­ბენ, რაც ჩვენ­თვის, მომ­ხმა­რებ­ლის­თვის არ­ჩე­ვანს კი­დევ უფრო ამარ­ტი­ვებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრენ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც ფარ­თოდ არის ხელ­მი­საწ­ვდო­მი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ჩვე­ნი სახ­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ტენ­დენ­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და ჩვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბი­სა­მებრ მო­ვა­წყოთ. ამის მა­გა­ლი­თია ევ­ევერვუდის საწარმოს გახსნა სა­ქარ­თვე­ლო­ში 2023 წლიდან, მისი პრო­დუქ­ცია ავე­ჯის წარმოების ევროპული სტანდარტების შესაბამისია. ­სა­ლე­ბის ფარ­თო ასორ­ტი­მენ­ტის, კა­ტა­ლო­გე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კონ­სულ­ტან­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვს, თა­ვი­სი მო­თხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი პრო­დუქ­ცია ყვე­ლა­ზე მი­სა­ღე­ბი პი­რო­ბე­ბით შე­არ­ჩი­ოს.

სწო­რედ კომ­პა­ნია ევერუვუდის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გვი­ზი­ა­რებს რე­კო­მენ­და­ცი­ებ­სა და რჩე­ვებს, რო­მე­ლიც და­გეხ­მა­რე­ბათ, ფრთე­ბი შე­ას­ხათ თქვენს კრე­ა­ტი­ულ იდე­ებს და სწო­რად და­გეგ­მოთ სახ­ლის ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი კუ­თხე:

  1. გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ სახ­ლის სა­ერ­თო დი­ზა­ი­ნი

რო­გორც წესი, თა­ნა­მედ­რო­ვე ბი­ნებ­ში სამ­ზა­რე­უ­ლო და მი­სა­ღე­ბი ოთა­ხი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია, ამი­ტომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მათი ფე­რე­ბი, მა­სა­ლე­ბი­სა და ავე­ჯის დი­ზა­ი­ნი ერ­თმა­ნეთ­თან მკვეთრ კონ­ტრასტს არ ქმნი­დეს.

შეგ­ვიძ­ლია, გა­მო­ვი­ყე­ნოთ მო­ნოქ­რო­მუ­ლი ფე­რე­ბი – მა­გა­ლი­თად, ყა­ვის­ფრის, კრე­მის­ფრის, სპი­ლოს­ძვლის­ფრი­სა და თეთ­რის ტო­ნა­ლო­ბე­ბი; თუ უფრო მკვეთრ ფე­რებს, მა­გა­ლი­თად, მწვა­ნეს ვა­ნი­ჭებთ უპი­რა­ტე­სო­ბას, მისი თეთრთან შე­ხა­მე­ბა თბილ და მყუდ­რო გა­რე­მოს შეგ­ვიქ­მნის და სხვა. რაც შე­ე­ხე­ბა ავე­ჯის დი­ზა­ინს, უმ­ჯო­ბე­სია, სამ­ზა­რე­უ­ლოს კუ­თხი­სა და მი­სა­ღე­ბი ოთა­ხის სკა­მე­ბი და სა­ვარ­ძლე­ბი მსგავს ტო­ნა­ლო­ბებ­ში შე­ვარ­ჩი­ოთ.

  1. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ვა­ნი­ჭოთ ქარ­ხნულ მა­სა­ლებს

სამ­ზა­რე­უ­ლოს შემ­თხვე­ვა­ში რის­კის გა­წე­ვა არ ღირს, რად­გან ერ­თმა შე­უ­სა­ბა­მო­ბა­მაც კი შე­იძ­ლე­ბა გეგ­მე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეგ­ვიც­ვა­ლოს, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, არ­ჩე­ვა­ნი ქარ­ხნულ წარ­მო­ე­ბა­ზე გა­ვა­კე­თოთ.

მისი მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბე­ბია:

  • კა­ტა­ლოგ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა – მომ­ხმა­რე­ბე­ლი სწო­რედ იმას იღებს, რა­საც უკ­ვეთს;
  • გამ­ძლე­ო­ბა;
  • ვა­დებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა – ფი­ზი­კურ პი­რებ­თან თუ მცი­რე მე­წარ­მე­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ხან­და­ხან ვა­დე­ბის თვე­ე­ბით გა­და­წე­ვა გვი­წევს, შე­სა­ბა­მი­სად ხან­გრძლივ­დე­ბა სახ­ლის მო­წყო­ბის პრო­ცე­სიც, რაც დის­კომ­ფორ­ტს გვიქ­მნის. ბრენ­დუ­ლი მწარ­მო­ებ­ლე­ბი კი უკვე სხვა­დას­ხვა სა­ფა­სო კა­ტე­გო­რი­ა­ში გვთა­ვა­ზო­ბენ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქტს და რაც მთა­ვა­რია, ჩა­ბა­რე­ბის თა­რი­ღე­ბის გა­და­წე­ვის გა­რე­შე.
  1. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ვა­ნი­ჭოთ მა­სა­ლე­ბის გამ­ძლე­ო­ბას

წარ­მო­ე­ბი­სას ევ­რო­პუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ორი­ენ­ტი­რი გამ­ძლე­ო­ბაა, რაც მომ­ხმა­რე­ბელს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში და­ზო­გოს დრო და ფი­ნან­სე­ბი და შე­ამ­ცი­როს ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის მოხ­მა­რე­ბა, რაც გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვა­ში გვეხ­მა­რე­ბა.

თუ გვსურს, რომ ჩვე­ნი სამ­ზა­რე­უ­ლო დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს ეს­თე­ტი­კუ­რად, სა­სურ­ვე­ლია, მას­ზე არ დავ­ზო­გოთ რე­სურ­სე­ბი. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ სახ­ლის ამ ნა­წილ­ზე დიდი დატ­ვირ­თვა მო­დის, და­ბა­ლი ხა­რის­ხის მა­სა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სამ­ზა­რე­უ­ლოს გა­ნახ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წელ­ში მოგ­ვი­წევს.

 

დღეს აქ­ტუ­ა­ლუ­რია MDF (მერ­ქან ბოჭ­კო­ვა­ნი ფი­ლე­ბი) და შე­ღე­ბი­ლი ხე, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ვა გამ­ძლე­ო­ბით და ევ­რო­პუ­ლი მწარ­მო­ებ­ლე­ბიც აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ მას.

  1. შე­ვარ­ჩი­ოთ სწო­რი მა­სა­ლი­სა და ფე­რის ზე­და­პი­რე­ბი

ზე­და­პი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში უკვე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა: უფრო კომ­ფორ­ტუ­ლად ვი­მუ­შა­ვებთ რო­გორც ლა­მი­ნი­რე­ბულ ზე­და­პირ­ზე, რო­მე­ლიც უფრო ბი­უ­ჯე­ტუ­რი არ­ჩე­ვა­ნია, ისე აგ­ლო­მე­რა­ტის (კომ­პო­ზი­ტის) ან სხვა­დას­ხვა ქვის ზე­და­პი­რებ­ზე, რო­მე­ლიც არ იკაწ­რე­ბა, გამ­ძლეა და მარ­ტი­ვა­დაც იწ­მინ­დე­ბა, თუმ­ცა ნაკ­ლე­ბად ბი­უ­ჯე­ტუ­რია (მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გრძელ­ვა­დი­ან პერ­სპექ­ტი­ვა­ში ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის და­ზოგ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს).

რაც შე­ე­ხე­ბა MDF-სა და ხის ზე­და­პი­რე­ბად გა­მო­ყე­ნე­ბას, ისი­ნი წყლი­სა და ორ­თქლის მი­მართ ნაკ­ლე­ბად გამ­ძლეა და სწრა­ფად ჩნდე­ბა ნა­კაწ­რე­ბიც.

ფე­რე­ბის შერ­ჩე­ვი­სა­საც სა­სურ­ვე­ლია, უფრო პრაქ­ტი­კუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ვი­ღოთ: შე­იძ­ლე­ბა მუქი ფე­რის, მა­გა­ლი­თად შავი სამ­ზა­რე­უ­ლო ერთი შე­ხედ­ვით ელე­გან­ტუ­რად მოგ­ვეჩ­ვე­ნოს, მაგ­რამ მისი წმენ­და დრო­ის დიდ რე­სურსს მო­ი­თხოვს, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, არ­ჩე­ვა­ნი ღია ფე­რებ­ზე გა­ვა­კე­თოთ.

  1. თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ ტენ­დენ­ცი­ებს

წელს სამ­ზა­რე­უ­ლოს დი­ზა­ი­ნის რამ­დე­ნი­მე წამ­ყვა­ნი შტრი­ხი იკ­ვე­თე­ბა.

მათ შო­რის:

  • სივ­რცის ზედა ნა­წი­ლის კა­რა­დე­ბის გა­რე­შე და­ტო­ვე­ბა;
  • კონ­ტრას­ტუ­ლი შტრი­ხის შე­ტა­ნა, ღია ფე­რის სამ­ზა­რე­უ­ლოს შემ­თხვე­ვა­ში;
  • ერთი კედ­ლის სრუ­ლად ქვით მო­პირ­კე­თე­ბა;
  • ინ­ტე­რი­ერ­ში ლურ­ჯი და მწვა­ნე ფე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა;
  • მეტი აქ­ცენ­ტი ნა­ტუ­რა­ლურ მა­სა­ლებ­ზე.

შე­საძ­ლოა, არ­სე­ბუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი ერთი შე­ხედ­ვით ჩვენს შე­ხე­დუ­ლე­ბებს ვერ პა­სუ­ხობ­დეს, თუმ­ცა შთა­გო­ნე­ბის მი­სა­ღე­ბად სა­სურ­ვე­ლია, თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი­საც გა­და­ვავ­ლოთ თვა­ლი. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი ვი­თარ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, იც­ვლე­ბა მა­სა­ლე­ბის დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნი­კაც, შე­სა­ბა­მი­სად, თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბის­თვის თვა­ლის გა­დავ­ლე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, უკე­თე­სი პრო­დუქ­ცია შე­ვარ­ჩი­ოთ.

  1. თვა­ლი გა­და­ვავ­ლოთ მწარ­მო­ებ­ლე­ბის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბულ კა­ტა­ლო­გებს

თუ ჩვე­ნი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი ცხა­დად გვაქვს გა­მოკ­ვე­თი­ლი, თუმ­ცა დი­ზა­ინ­თან და­კავ­ში­რე­ბით გარ­კვე­უ­ლი რჩე­ვე­ბი მა­ინც გვჭირ­დე­ბა ან ხარ­ჯე­ბი გარ­კვე­უ­ლი იდე­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გვაძ­ლევს, შეგ­ვიძ­ლია, მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის კა­ტა­ლო­გებს გა­ვავ­ლოთ თვა­ლი.

მსხვი­ლი კორ­პო­რა­ცი­ე­ბი მუდ­მი­ვად ადევ­ნე­ბენ თვალს წამ­ყვა­ნი დი­ზა­ი­ნე­რე­ბის შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­სა და მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მო­თხოვ­ნებს და კა­ტა­ლო­გებს სწო­რედ ამის მი­ხედ­ვით ქმნი­ან. შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა დაგ­ვეხ­მა­რე­ბა, სრუ­ლად და­ვიკ­მა­ყო­ფი­ლოთ ჩვე­ნი მო­თხოვ­ნე­ბი და ინ­ტე­რი­ე­რის მო­წყო­ბის პრო­ცე­სი უფრო ხარჯთე­ფექ­ტუ­რი გავ­ხა­დოთ, რად­გან რო­გორც წესი, მსხვილ ბრენ­დებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, სხვა­დას­ხვა სა­ფა­სო კა­ტე­გო­რი­ის, თუმ­ცა სა­სურ­ვე­ლი დი­ზა­ი­ნის მა­სა­ლე­ბი შე­მოგ­ვთა­ვა­ზონ.

  1. სამ­ზა­რე­უ­ლოს კუნ­ძუ­ლი კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოს შექ­მნა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა

შეგ­ვიძ­ლია, ყვე­ლა კუ­თხე გავ­ხა­დოთ რო­გორც ფუნ­ქცი­უ­რი, ისე ეს­თე­ტი­კუ­რიც. თუ კერ­ძებს ყო­ველ­დღი­უ­რად ვამ­ზა­დებთ, უფრო კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მოს შე­საქ­მნე­ლად შეგ­ვიძ­ლია დავ­დგათ სამ­ზა­რე­უ­ლოს კუნ­ძუ­ლი და სა­ჭი­რო ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი და ჭურ­ჭე­ლი უფრო მარ­ტი­ვად გა­და­ვა­ნა­წი­ლოთ მას­ზე. მზა­დე­ბის პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ კი და­სუფ­თა­ვე­ბა­ში ნაკ­ლე­ბი დრო­ის და­ხარ­ჯვა მოგ­ვი­წევს.

სამ­ზა­რე­უ­ლოს კუნ­ძულს კი­დევ უფრო ფუნ­ქცი­ურს გახ­დის სა­თავ­სო­ე­ბი, რომ­ლებ­შიც ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის ჭურ­ჭელს ჩა­ვა­წყობთ. გარ­და ამი­სა, კუნ­ძუ­ლი ქმნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ სამ­ზა­რე­უ­ლო მი­სა­ღე­ბი ოთა­ხის­გან გან­ცალ­კე­ვე­ბუ­ლი სივ­რცეა.

  1. მეტი სიმ­ყუდ­რო­ვის­თვის კა­რა­დე­ბით დავ­ფა­როთ ტექ­ნი­კის ნა­წი­ლი ან გა­მო­ვა­ჩი­ნოთ მეტი კომ­ფორ­ტის შე­საქ­მნე­ლად

თუ სამ­ზა­რე­უ­ლოს მცი­რე ფარ­თობ­ში ვა­წყობთ, წეს­რი­გი­სა და სიმ­ყუდ­რო­ვის შე­საქ­მნე­ლად უმ­ჯო­ბე­სია, კა­რა­დე­ბით დავ­ფა­როთ სამ­ზა­რე­უ­ლოს ტექ­ნი­კა, ხოლო თუ სივ­რცე სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ფე­რე­ბი­სა და დი­ზა­ი­ნის მი­ხედ­ვით სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი ტექ­ნი­კა სა­ერ­თო სუ­რათ­ში ორ­გა­ნუ­ლად ჩაჯ­დე­ბა.

  1. შე­ვარ­ჩი­ოთ სწო­რი გა­ნა­თე­ბა

სამ­ზა­რე­უ­ლო სახ­ლის ის ნა­წი­ლია, სა­დაც ყვე­ლა დე­ტალს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ცხა­დით უნდა ვხე­დავ­დეთ, ამი­ტომ მკვეთ­რი გა­ნა­თე­ბა დაგ­ვჭირ­დე­ბა. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ სი­ნათ­ლე არ უნდა აღი­ზი­ა­ნებ­დეს და ღლი­დეს თვალს, ამი­ტო­მაც ჭაღი სწო­რად უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ და ნა­თუ­რე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად გა­და­ვა­ნა­წი­ლოთ.

სი­ნათ­ლის გა­და­ნა­წი­ლე­ბის ერთ-ერთი ხერ­ხია სამ­ზა­რე­უ­ლოს კუნ­ძუ­ლის ზე­მოთ, ჭერ­ზე და­მაგ­რე­ბუ­ლი პა­ტა­რა ზო­მის სა­ნა­თე­ბი, რო­მე­ლიც სამ­ზა­რე­უ­ლოს ავეჯ­თან და აქ­სე­სუ­ა­რებ­თან ეს­თე­ტი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც ჰარ­მო­ნი­ულ სინ­თეზს ქმნის.

  1. ვენ­დოთ მა­სა­ლე­ბის რე­პუ­ტა­ცი­ულ მწარ­მო­ებ­ლებს

დღეს ბა­ზა­რი ბევ­რი მა­სა­ლი­თა და შე­მო­თა­ვა­ზე­ბით არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი, რაც ხან­და­ხან გვაბ­ნევს ხოლ­მე. იმი­სათ­ვის, რომ სამ­ზა­რე­უ­ლოს მო­წყო­ბის პრო­ცე­სი დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­დეს და სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გიც მი­ვი­ღოთ, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია, მა­ღა­ლი რე­პუ­ტა­ცი­ის მქო­ნე კომ­პა­ნი­ებს ვენ­დოთ.

მსხვილ კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს, მი­ვი­ღოთ რჩე­ვე­ბი მა­სა­ლებ­თან და დი­ზა­ინ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვე­ნი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სად შე­ვარ­ჩი­ოთ პრო­დუქ­ცია და რაც მთა­ვა­რია, და­ზღვე­უ­ლე­ბი ვი­ყოთ შეც­დო­მე­ბი­სა და ვა­დე­ბის ცვლი­ლე­ბის­გან.

დაჯავშენთ ვიზიტი ევერვუდში დღესვე: https://everwood.ge/contact