ევერვუდი • EVERWOOD

ოთახის ავეჯით მოწყობა ერთგვარი ხელოვნებაა: ეს ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ამისათვის ტერმინიც არსებობს – “ფენ შუი”: ძველი ჩინური რწმენა, რომ თქვენი სახლის აშენება თუ ობიექტების განლაგების წესი გავლენას ახდენს თქვენს წარმატებაზე, ჯანმრთელობასა და ბედნიერებაზე. არ არის აუცილებელი, უნდა იყოთ პროფესიონალი, რათა ეს კარგად და სწორად გააკეთოთ. მხოლოდ მცირეოდენი ფიქრით და ექსპერიმენტების ჩატარების სურვილით, თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად მოაწყოთ თქვენი ოცნების ინტერიერი.

“როდესაც სამსახურისთვის მსოფლიოს გარშემო მოგზაურობთ,  საოცნებო შვებულება თქვენი საძინებელია.” – ჯეკ ანტონოფი.

დიზაინის მხრივ ერთ-ერთ ყველაზე რთულ ოთახად საძინებელი ითვლება, განსაკუთრებით, თუ ის პატარაა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ვერ შეძლებთ უსაფრთხო თავშესაფრის შექმნას. ამ შემთხვევაში, მოგიწევთ ჭკვიანურად მოეკიდოთ ავეჯის განთავსებას, მაქსიმალურად გათვალოთ თითოეული დეტალი და ფოკუსირდეთ იმაზე, რაც ნამდვილად აუცილებელია თქვენი სასურველი სივრცის შესაქმნელად.

ავეჯის ერთმანეთთან შესაბამისობა და ოთახის ფორმები

როდესაც საქმე ერთგვაროვნებას ეხება, ეს ყველაფერი პირად უპირატესობებზეა დამოკიდებული. ავეჯის შერევა და შეხამება შეიძლება იყოს სახალისო გზა თქვენი კრეატიულობის გამოსავლენად და გასაუმჯობესებლად. მეორე მხრივ, ერთიანი კომპლექტი უზრუნველყოფს ძალიან სასიამოვნო სიმეტრიულ ესთეტიკას, რომელიც თქვენს საძინებელს დაბალანსებულების შეგრძნებას მისცემს.

არარეგულარული ფორმის საძინებლებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, დიზაინერთა მრავალფერობანი გემოვნებიდან გამომდინარე, ყველა საძინებელი არ არის სრულყოფილად მართკუთხა. ის შეიძლება იყოს აბსოლუტურად ყველა ფორმისა და ზომის. ამ სიტუაციაში მომგებიანია, რომ აითვისოთ თქვენი სივრცის ყველა უნიკალური კუთხე; მოათავსოთ სხვადასხვა სათავსო მცირე ნივთებისთვის, ან შეუკვეთოთ სპეციალური ავეჯი, რომელიც მოერგება არასტანდარტული სივრცის პარამეტრებს. ექსპერიმენტების ჩატარება საუკეთესო გზაა, ნახოთ, თუ რა გაგრძნობინებთ თავს მეტად კომფორტში.

რჩევები საძინებლის მოწყობისთვის

გამოიყენეთ მხოლოდ საჭირო ავეჯი – საძინებელში შეიძლება გქონდეთ ბევრი ნივთი, მაგრამ, საძინებლის მოწყობისას უნდა დაიწყოთ მხოლოდ იმით, რაც ნამდვილად გჭირდებათ, რათა თავიდან აირიდოთ არეულობა და ქაოსი.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა ბინებში, როდესაც ცოტა სივრცეა ხელმისაწვდომი. აქედან გამომდინარე, თუ თქვენი ოთახი ძალიან პატარაა, უპირატესობა მიანიჭეთ უფრო მაღალ კომოდებსა და კარადებს, რათა მიიღოთ მეტი შესანახი ადგილი ნაკლები სივრცის გამოყენებით.

გაითვალისწინეთ ოთახის ფუნქცია – საუკეთესო გზა, რათა შეარჩიოთ მხოლოდ საჭირო ნივთები თქვენი საძინებლისთვის, არის დაფიქრება იმაზე, თუ რისთვის გჭირდებათ ეს ოთახი. მაგალითად, თუ გიყვართ ტელევიზორის ყურება საწოლში, მოიფიქრეთ განლაგება, რომელიც კარგად მოერგება ამ ფუნქციას.

დაიწყეთ საწოლით – იმის გამო, რომ საწოლი საძინებლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, დაგეგმარებისას პირველ რიგში გადაწყვიტეთ მისი ადგილსამყოფელი. ეს რჩევა მეტად გასათვალისწინებელია პატარა საძინებლის მფლობელთათვის, რათა ოთახში არსებულმა სხვა საჭირო ნივთებმა, მაგალითად, კარადამ ან კომოდმა, ერთიანობაში არ შექმნან დაბრკოლება ოთახში.

იპოვეთ ადგილი თქვენი საწოლისთვის, რომელიც თქვენთვის ყველაზე გონივრული იქნება. დარწმუნდით, რომ შეგიძლიათ მარტივად გააღოთ და დახუროთ საძინებლისა და კარადის კარები.

მიჰყევით დიდიდან პატარისკენ – მას შემდეგ რაც იპოვით საუკეთესო ადგილს თქვენი საწოლისთვის, მოაწყვეთ ყველაფერი დანარჩენი, დაწყებული საძინებლის ავეჯიდან ყველაზე დიდით, გაგრძელებული პატარით. ჩვეულებრივ, საწოლის შემდეგ მოდის კარადა, რასაც მოჰყვება საწოლის კომოდი, მაგიდა, თაროები, სკამები და ყველაფერი დანარჩენი.

შეიტანეთ საბოლოო შტრიხები – მას შემდეგ, რაც თქვენი ძირითადი ავეჯი ადგილზე იქნება, უკვე შესაძლებელია საბოლოო ელემენტების დამატებაზე ფიქრი. რბილი ავეჯი, მცენარეები და ნათურები… ამ ყველაფერს აქვს უნარი, თქვენი საძინებელი გახადოს უფრო მიმზიდველი და მშვიდი.

 

“სახლის ყველა ოთახიდან,  თქვენი საძინებელი მხოლოდ თქვენია.” – დოროთი დრეიპერი

ჩვენს ავეჯის სალონში წარმოდგენილი მოდელები შექმნილია ნებისმიერი გემოვნებისა და ინტერიერის დიზაინის მქონე სივრცეებისთვის. გჭირდებათ ავეჯი დიდი თუ პატარა საძინებელი ოთახისთვის? “ბელუქსში” შეძლებთ, შეარჩიოთ ნებისმიერი ზომის თქვენთვის სასურველი საძინებლის ავეჯი, რომელიც მეტ კომფორტსა და ინდივიდუალობას შეიტანს თქვენს გარემოში.

კარადა, კომოდი, საწოლი, ტუმბო და მრავალი სხვა საძინებლისთვის მნიშვნელოვანი დეტალი, რაც, საბოლოოდ, შექმნის მყუდრო ატმოსფეროს, თქვენი სახლის უმნიშვნელოვანეს ოთახში. მთავარია, არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების. გახსოვდეთ, რომ არ არსებობს საძინებელი ოთახის მოწყობის რეალურად სწორი ან არასწორი გზა. უბრალოდ მიენდეთ თქვენი სივრცის საჭიროებებსა და თქვენს გემოვნებას, რომელიც აუცილებლად მიგიყვანთ სასურველ შედეგამდე.