სამზარეულოს როგორ დიზაინსაც არ უნდა ვანიჭებდეთ უპირატესობას, იქნება ეს კლასიკური, თანამედროვე თუ ვინტაჟური, მთავარია, სახლის ეს სივრცე მაქსიმალურად კომფორტულად მოვაწყოთ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ჩვენი ხედვების რეალიზების პროცესში არ გამოგვრჩეს ის ერთი შეხედვით მცირე, მაგრამ აუცილებელი დეტალები, რომელიც სამზარეულოს ფუნქციურობასა და გამძლეობას უზრუნველყოფს.
ინტერიერის დიზაინისა და მასალების წამყვანი ევროპული ბრენდები წარმოების პროცესში სწორებას სწორედ აღნიშნულ დეტალებზე აკეთებენ, რაც ჩვენთვის, მომხმარებლისთვის არჩევანს კიდევ უფრო ამარტივებს.
აღნიშნული ბრენდები საქართველოშიც ფართოდ არის ხელმისაწვდომი, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენი სახლი თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით და ჩვენი შეხედულებისამებრ მოვაწყოთ. ამის მაგალითია ევევერვუდის საწარმოს გახსნა საქართველოში 2023 წლიდან, მისი პროდუქცია ავეჯის წარმოების ევროპული სტანდარტების შესაბამისია. სალების ფართო ასორტიმენტის, კატალოგებისა და პროფესიონალი კონსულტანტების დახმარებით მომხმარებელს საშუალება აქვს, თავისი მოთხოვნების შესაბამისი პროდუქცია ყველაზე მისაღები პირობებით შეარჩიოს.
სწორედ კომპანია ევერუვუდის წარმომადგენელი გვიზიარებს რეკომენდაციებსა და რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ, ფრთები შეასხათ თქვენს კრეატიულ იდეებს და სწორად დაგეგმოთ სახლის ეს უმნიშვნელოვანესი კუთხე:
- გავითვალისწინოთ სახლის საერთო დიზაინი
როგორც წესი, თანამედროვე ბინებში სამზარეულო და მისაღები ოთახი გაერთიანებულია, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათი ფერები, მასალებისა და ავეჯის დიზაინი ერთმანეთთან მკვეთრ კონტრასტს არ ქმნიდეს.
შეგვიძლია, გამოვიყენოთ მონოქრომული ფერები – მაგალითად, ყავისფრის, კრემისფრის, სპილოსძვლისფრისა და თეთრის ტონალობები; თუ უფრო მკვეთრ ფერებს, მაგალითად, მწვანეს ვანიჭებთ უპირატესობას, მისი თეთრთან შეხამება თბილ და მყუდრო გარემოს შეგვიქმნის და სხვა. რაც შეეხება ავეჯის დიზაინს, უმჯობესია, სამზარეულოს კუთხისა და მისაღები ოთახის სკამები და სავარძლები მსგავს ტონალობებში შევარჩიოთ.
- უპირატესობა მივანიჭოთ ქარხნულ მასალებს
სამზარეულოს შემთხვევაში რისკის გაწევა არ ღირს, რადგან ერთმა შეუსაბამობამაც კი შეიძლება გეგმები მნიშვნელოვნად შეგვიცვალოს, ამიტომ უმჯობესია, არჩევანი ქარხნულ წარმოებაზე გავაკეთოთ.
მისი მთავარი უპირატესობებია:
- კატალოგთან შესაბამისობა – მომხმარებელი სწორედ იმას იღებს, რასაც უკვეთს;
- გამძლეობა;
- ვადებთან შესაბამისობა – ფიზიკურ პირებთან თუ მცირე მეწარმეებთან თანამშრომლობის შემთხვევაში ხანდახან ვადების თვეებით გადაწევა გვიწევს, შესაბამისად ხანგრძლივდება სახლის მოწყობის პროცესიც, რაც დისკომფორტს გვიქმნის. ბრენდული მწარმოებლები კი უკვე სხვადასხვა საფასო კატეგორიაში გვთავაზობენ მაღალი ხარისხის პროდუქტს და რაც მთავარია, ჩაბარების თარიღების გადაწევის გარეშე.
- უპირატესობა მივანიჭოთ მასალების გამძლეობას
წარმოებისას ევროპული კომპანიების ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი გამძლეობაა, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გრძელვადიან პერსპექტივაში დაზოგოს დრო და ფინანსები და შეამციროს ბუნებრივი რესურსების მოხმარება, რაც გარემოზე ზრუნვაში გვეხმარება.
თუ გვსურს, რომ ჩვენი სამზარეულო დიდი ხნის განმავლობაში გამოიყურებოდეს ესთეტიკურად, სასურველია, მასზე არ დავზოგოთ რესურსები. იმის გათვალისწინებით, რომ სახლის ამ ნაწილზე დიდი დატვირთვა მოდის, დაბალი ხარისხის მასალების გამოყენების შემთხვევაში, სამზარეულოს განახლება რამდენიმე წელში მოგვიწევს.
დღეს აქტუალურია MDF (მერქან ბოჭკოვანი ფილები) და შეღებილი ხე, რომელიც გამოირჩევა გამძლეობით და ევროპული მწარმოებლებიც აქტიურად იყენებენ მას.
- შევარჩიოთ სწორი მასალისა და ფერის ზედაპირები
ზედაპირების შემთხვევაში უკვე განსხვავებული მასალები გვესაჭიროება: უფრო კომფორტულად ვიმუშავებთ როგორც ლამინირებულ ზედაპირზე, რომელიც უფრო ბიუჯეტური არჩევანია, ისე აგლომერატის (კომპოზიტის) ან სხვადასხვა ქვის ზედაპირებზე, რომელიც არ იკაწრება, გამძლეა და მარტივადაც იწმინდება, თუმცა ნაკლებად ბიუჯეტურია (მიუხედავად ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაში ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობას მოგვცემს).
რაც შეეხება MDF-სა და ხის ზედაპირებად გამოყენებას, ისინი წყლისა და ორთქლის მიმართ ნაკლებად გამძლეა და სწრაფად ჩნდება ნაკაწრებიც.
ფერების შერჩევისასაც სასურველია, უფრო პრაქტიკული გადაწყვეტილებები მივიღოთ: შეიძლება მუქი ფერის, მაგალითად შავი სამზარეულო ერთი შეხედვით ელეგანტურად მოგვეჩვენოს, მაგრამ მისი წმენდა დროის დიდ რესურსს მოითხოვს, ამიტომ უმჯობესია, არჩევანი ღია ფერებზე გავაკეთოთ.
- თვალი გადავავლოთ ტენდენციებს
წელს სამზარეულოს დიზაინის რამდენიმე წამყვანი შტრიხი იკვეთება.
მათ შორის:
- სივრცის ზედა ნაწილის კარადების გარეშე დატოვება;
- კონტრასტული შტრიხის შეტანა, ღია ფერის სამზარეულოს შემთხვევაში;
- ერთი კედლის სრულად ქვით მოპირკეთება;
- ინტერიერში ლურჯი და მწვანე ფერების გამოყენება;
- მეტი აქცენტი ნატურალურ მასალებზე.
შესაძლოა, არსებული ტენდენციები ერთი შეხედვით ჩვენს შეხედულებებს ვერ პასუხობდეს, თუმცა შთაგონების მისაღებად სასურველია, თანამედროვე მიდგომებისაც გადავავლოთ თვალი. ტექნოლოგიები ვითარდება, შესაბამისად, იცვლება მასალების დამზადების ტექნიკაც, შესაბამისად, თანამედროვე მიდგომებისთვის თვალის გადავლება საშუალებას მოგვცემს, უკეთესი პროდუქცია შევარჩიოთ.
- თვალი გადავავლოთ მწარმოებლების მიერ შემოთავაზებულ კატალოგებს
თუ ჩვენი საჭიროებები ცხადად გვაქვს გამოკვეთილი, თუმცა დიზაინთან დაკავშირებით გარკვეული რჩევები მაინც გვჭირდება ან ხარჯები გარკვეული იდეების განხორციელების საშუალებას არ გვაძლევს, შეგვიძლია, მსხვილი კომპანიების კატალოგებს გავავლოთ თვალი.
მსხვილი კორპორაციები მუდმივად ადევნებენ თვალს წამყვანი დიზაინერების შემოთავაზებებსა და მომხმარებლების მოთხოვნებს და კატალოგებს სწორედ ამის მიხედვით ქმნიან. შესაბამისად, მათთან თანამშრომლობა დაგვეხმარება, სრულად დავიკმაყოფილოთ ჩვენი მოთხოვნები და ინტერიერის მოწყობის პროცესი უფრო ხარჯთეფექტური გავხადოთ, რადგან როგორც წესი, მსხვილ ბრენდებს საშუალება აქვთ, სხვადასხვა საფასო კატეგორიის, თუმცა სასურველი დიზაინის მასალები შემოგვთავაზონ.
- სამზარეულოს კუნძული კომფორტული გარემოს შექმნაში დაგვეხმარება
შეგვიძლია, ყველა კუთხე გავხადოთ როგორც ფუნქციური, ისე ესთეტიკურიც. თუ კერძებს ყოველდღიურად ვამზადებთ, უფრო კომფორტული გარემოს შესაქმნელად შეგვიძლია დავდგათ სამზარეულოს კუნძული და საჭირო ინგრედიენტები და ჭურჭელი უფრო მარტივად გადავანაწილოთ მასზე. მზადების პროცესის დასრულების შემდეგ კი დასუფთავებაში ნაკლები დროის დახარჯვა მოგვიწევს.
სამზარეულოს კუნძულს კიდევ უფრო ფუნქციურს გახდის სათავსოები, რომლებშიც ყოველდღიური საჭიროების ჭურჭელს ჩავაწყობთ. გარდა ამისა, კუნძული ქმნის შთაბეჭდილებას, რომ სამზარეულო მისაღები ოთახისგან განცალკევებული სივრცეა.
- მეტი სიმყუდროვისთვის კარადებით დავფაროთ ტექნიკის ნაწილი ან გამოვაჩინოთ მეტი კომფორტის შესაქმნელად
თუ სამზარეულოს მცირე ფართობში ვაწყობთ, წესრიგისა და სიმყუდროვის შესაქმნელად უმჯობესია, კარადებით დავფაროთ სამზარეულოს ტექნიკა, ხოლო თუ სივრცე საშუალებას გვაძლევს, ფერებისა და დიზაინის მიხედვით სწორად შერჩეული ტექნიკა საერთო სურათში ორგანულად ჩაჯდება.
- შევარჩიოთ სწორი განათება
სამზარეულო სახლის ის ნაწილია, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული სიცხადით უნდა ვხედავდეთ, ამიტომ მკვეთრი განათება დაგვჭირდება. გასათვალისწინებელია, რომ სინათლე არ უნდა აღიზიანებდეს და ღლიდეს თვალს, ამიტომაც ჭაღი სწორად უნდა შევარჩიოთ და ნათურებიც შესაბამისად გადავანაწილოთ.
სინათლის გადანაწილების ერთ-ერთი ხერხია სამზარეულოს კუნძულის ზემოთ, ჭერზე დამაგრებული პატარა ზომის სანათები, რომელიც სამზარეულოს ავეჯთან და აქსესუარებთან ესთეტიკური თვალსაზრისითაც ჰარმონიულ სინთეზს ქმნის.
- ვენდოთ მასალების რეპუტაციულ მწარმოებლებს
დღეს ბაზარი ბევრი მასალითა და შემოთავაზებით არის გაჯერებული, რაც ხანდახან გვაბნევს ხოლმე. იმისათვის, რომ სამზარეულოს მოწყობის პროცესი დიდხანს არ გაგრძელდეს და სასურველი შედეგიც მივიღოთ, რეკომენდებულია, მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიებს ვენდოთ.
მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობა საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ რჩევები მასალებთან და დიზაინთან დაკავშირებით, ჩვენი საჭიროებების შესაბამისად შევარჩიოთ პროდუქცია და რაც მთავარია, დაზღვეულები ვიყოთ შეცდომებისა და ვადების ცვლილებისგან.
დაჯავშენთ ვიზიტი ევერვუდში დღესვე: https://everwood.ge/contact